Accentnews.ge
კარპენტერი – USAID-ზე თავდასხმებზე: ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, კონფერენციებს ვატარებთ

კარპენტერი – USAID-ზე თავდასხმებზე: ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, კონფერენციებს ვატარებთ

29/11/2023 17:16:59 პოლიტიკა

"ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას გამოთქვას თავისი აზრი, მიუხედავად, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნებისა", – ასე უპასუხა უეთო–ში აშშ–ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა ჟურნალისტის კითხვას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართ თავდასხმებზე.

კერძოდ, კითხვაზე, "თავდასხმები ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ეუთო–ს რეგიონის მასშტაბით რა თქმა უნდა, რუსეთიდან მოდის, მაგრამ ეს ასევე ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აზერბაიჯანი და თავდასხმებია განსაკუთრებით USAID-ს მიმართ. რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულთა დაკავშორებით?", კარპენტერმა შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას გამოთქვას თავისი აზრი, მიუხედავად, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნებისა. ეუთო–ს ყველა მონაწილე სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, უკვე ზედიზედ ორი წელიწადია, ვატარებთ ყოველწლიურ კონფერენციას ადამიანის უფლებების შესახებ. მას "Warsaw Human Dimension Conference" ეწოდება და ის ყოველ შემოდგომაზე იმართება. წელს დაახლოებით 1,500 სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი მოვიწვიეთ. [...] სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს უფლება, გააგრძელოს მუშაობა ყველგან ეუთო–ს რეგიონში და რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ასევე იყოს ძლიერი ხმა სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად", - განაცხადა კარპენტერმა.

ცნობისთვის: ცოტა ქნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ USAID საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია. USAID–ს წინააღმდეგ ბრალდებებს წინ უძღოდა ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გამართულ „ტრენინგების საქმეზე“. გამოძიება დასრულებული არ არის.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ USAID-ს მიერ დაფინანსებული ტრენინგის „პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“.

სუს–ის ცნობით, USAID-ს დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.

გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს არასამთავრობო სექტორის, მედიის, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები. ისინი გამოკითხვის დეტალებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. სუს–ში მათ „გაუთქმელობაზე“ აწერინებენ ხელს. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე, ორგანიზაცია "კანვასის" (ყოფილი "ოტპორი") ტრენერები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი და გამოკითხვიდან მეორე დღეს საქართველოს დატოვების უფლება მისცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S