Accentnews.ge
იოზვიაკი: თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას, ყველაფერი იბლოკება, მათ შორის – კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის

იოზვიაკი: თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას, ყველაფერი იბლოკება, მათ შორის – კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის

29/11/2023 18:58:55 პოლიტიკა

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი "მთავარ არხთან" საუბრობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების პერსპექტივებზე. მათ შორისაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ცნობილია, რომ უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანს უკრაინის საკითხის ბლოკირების განზრახვა აქვს. მასთან მოსალაპარაკებლად უნგრეთში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.

იოზვიაკი ამბობს, რომ ორბანის გადაწყვეტილება საქართველოზეც მოახდენს გავლენას.

"პრობლემა ის არის, რომ თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას, მაშინ ყველაფერი დანარჩენი იბლოკება, მათ შორის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. კონკრეტულად, საქართველო განხილული არ ყოფილა, მაგრამ ისე გამოდის, რომ ან ყველაფერი გაქვს, ან არაფერი. ერთ მხარეს უკრაინა და მოლდოვაა, მეორე მხარეს – ბოსნია და ეს მოლაპარაკებები 12 დეკემბრამდე უნდა გაგრძელდეს. 14 დეკემბერს კი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ. თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაშინ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, იმ პირობით, რომელიც ევროკომისიამ გასულ თვეს გააჟღერა. ასე რომ ზოგადად მეგობრების ყოლა კარგია, მათ შორის ორბანიც შეიძლება იყოს კარგი მეგობარი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ორბანს ყველაფრის მოგვარება არ შეუძლია", - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.

იხილეთ ასევე: კრამონი – კრემლი ორბანს "ტროას ცხენივით" იყენებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S