Accentnews.ge
ილია დარჩიაშვილი: მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის, ვაფასებთ მხარდაჭერას ასეთ გადამწყვეტ მომენტში

ილია დარჩიაშვილი: მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის, ვაფასებთ მხარდაჭერას ასეთ გადამწყვეტ მომენტში

30/11/2023 05:35:21 პოლიტიკა

რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“.

აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დიდი მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასეთ გადამწყვეტ მომენტში“, – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S