ჯეიმს ო’ბრაიენი: საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს
30/11/2023 12:14:10 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს. ამის შესახებ მან, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მსურს, შევუერთდე კოლეგებს და ვთქვა, რაოდენ რთული წელი გვქონდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა სრულად ეწინააღმდგება ცივილიზებულ სტანდარტებს და საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე იმ პრინციპებს, რომლებსაც ეუთო ეფუძნება. კონფლიქტები გრძელდება საქართველოსა და მოლდოვაში, რაც მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას, რათა ისინი გადაიჭრას, რომ ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან – იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო თანამეგობრობის ნაწილი, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგული არიან“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.


