Accentnews.ge
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ძირითადი პრინციპების დარღვევას, მათ შორის – საქართველოში 2008 წელს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ძირითადი პრინციპების დარღვევას, მათ შორის – საქართველოში 2008 წელს

30/11/2023 15:14:28 პოლიტიკა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ძირითადი პრინციპების დარღვევას, მათ შორის – საქართველოში 2008 წელს. ამის შესახებ მან ეუთო–ს მინისტერიალზე ისაუბრა.

მისი თქმით, ომი რუსეთის არჩევანია.

"ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით უკიდურესად რთულ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი არა მხოლოდ უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, არამედ, არამედ ასევე იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებზეც ევროპის უსაფრთხოებაა აგებული. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ამ ძირითადი პრინციპების დარღვევას, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლიდან დაწყებული. ეს პრინციპები კი არ ექვემდებარება გადახედვას. რუსეთის მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს გავლენის სფეროები, ადგილი არ აქვს ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში. ომი რუსეთის არჩევანია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსკოვს მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაში, რომ ახლა ამ მდგომარეობაში ვართ. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი, რომელსაც სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა, ვერ დაამარცხებს უკრაინას", – განაცხადა ვალტონენმა.

სკოპიე 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ეუთო–ს მინისტერიალს მასპინძლობს.

ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სრგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S