შოლცი – ზელენსკის: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით
30/11/2023 18:57:57 პოლიტიკა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ ბერლინი მტკიცედ დგას კიევის გვერდით.
მისი თქმით, "უკრაინის მომავალი ევროპაშია".
"გერმანია მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და საჭირო რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ. ზელენსკი, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით რამდენიხანიც საჭირო იქნება!", - წერს ოლაფ შოლცი.


