Accentnews.ge
სააკაშვილი – ეუთო–ზე: სისტემა მოშლილია და ეს ყველამ დაინახა, ამ მხრივ ლავროვის მინისტერიალზე გასეირნება სასარგებლოც იყო

სააკაშვილი – ეუთო–ზე: სისტემა მოშლილია და ეს ყველამ დაინახა, ამ მხრივ ლავროვის მინისტერიალზე გასეირნება სასარგებლოც იყო

01/12/2023 15:44:10 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ეუთო-ს მინისტერიალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობა "საბოლოოდ ანგრევს შეუმდგარ ორგანიზაციას". ამის შესახებ სააკაშვილი წერს წერილში, რომელიც მის „ფესბუქ“–გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სააკაშვილი წერს, სისტემა მოშლილია, ეს უკვე ყველამ დაინახა და ამ მხრივ, ლავროვის "გასეირნება" მინისტერიალზე, სასარგებლოც იყო.

„ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტერიალში სკოპიეში. მგონი, ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს, ამ პრინციპში შეუმდგარ ორგანიზაციას. ამას ვამბობ გულისტკივილით, ვინაიდან 1992 წლის თებერვალში, მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთო-ს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა",– წერს სააკაშვილი.

ის უახლეს ისტორიას იხსენებს საქართველოს კონტექსტში:

"ცხინვალში რუსების მხარდაჭერით დაგომისის ხელშეკრულების ფარგლებში, ეუთო-ს მისია შეიყვანეს, რომელიც თავიდანვე რუსეთის ჯაშუშებით იყო სავსე. 2008 წლის წინ მათ გაწმენდას იქიდან ცდილობდა მისიის ხელმძღვანელი ფინელი ელჩი ტერი ჰაკალა. თუმცა, ამ ჯაშუშებს, განსაკუთრებით ერთ ბრიტანელს, ცენტრალური ოფისიდან მფარველობდნენ".

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "ომის დროს ეუთო-მ სრულიად პასიური როლი დაიკავა და შემდგომში ცხინვალის ოფისის თანამშრომლები საქართველოს ადანაშაულებდნენ და რომ არა ჰაკალას მყარი პოზიცია, აუცილებლად დიდი პროპაგანდისტული ზიანი მოგვადგებოდა".

ასევე, მისი თქმით, 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს მოხსენება იყო "სამარცხვინო და აშკარად, ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი".

"მოკლედ, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს. ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე, პირიქით, სასარგებლო იყო”, - აჯამებს სააკაშვილი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S