Accentnews.ge
ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებენ

ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებენ

04/12/2023 12:30:17 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სრულდება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილე და პარლამენტში ვგეგმავთ, რომ ეს იუბილე აღვნიშნოთ. ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. ფაქტობრივად, მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და ასევე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და პრემიერ–მინისტრი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. ზურაბ ჟვანიას საქმეში ჩაერთნენ FBI-ის წარმომადგენლები. გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S