Accentnews.ge
სერბეთმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტისთვის მილსადენის მშენებლობა დაასრულა, გაზსადენი სატესტო რეჟიმში მიმდინარე კვირაში ამოქმედდება

სერბეთმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტისთვის მილსადენის მშენებლობა დაასრულა, გაზსადენი სატესტო რეჟიმში მიმდინარე კვირაში ამოქმედდება

04/12/2023 14:24:53 მსოფლიო

სერბეთმა დაასრულა ბულგარეთთან გაზის დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობა, რომელიც ქვეყანას აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის საშუალებას მისცემს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

„სერბეთი-ბულგარეთის მილსადენის პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ. მიმდინარე კვირის ბოლომდე გაზსადენი სატესტო რეჟიმში ამოქმედდება“, - განაცხადა სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა დედოვიჩ ჰანდანოვიჩმა.

მისი თქმით, მანამდე გაფორმდა კომერციული ხელშეკრულება აზერბაიჯანიდან მომავალი წლის ბოლომდე 400 მლნ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S