ერდოღანი კატარს ეწვია
04/12/2023 18:37:45 პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი და კატარის ამირა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეცხრე შეხვედრას უხელმძღვანელებენ.
თურქული მედიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება თურქეთ-კატარის ურთიერთობების ყველა ასპექტი და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.
„მოსალოდნელია, რომ ლიდერები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე და პალესტინის ტერიტორიებზე“, – იუწყება თურქული მედია.


