შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
05/12/2023 08:00:55 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა.
პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.


