Accentnews.ge
ანა წითლიძე: ტრაგიკულია, რომ ორბანი, რომელიც ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი მოკავშირეა

ანა წითლიძე: ტრაგიკულია, რომ ორბანი, რომელიც ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი მოკავშირეა

05/12/2023 08:13:55 პოლიტიკა

ტრაგიკულია, რომ ორბანი, რომელიც პრობლემას წარმოადგენს თავად ევროკავშირისთვის და ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოებას, არის ერთადერთი მოკავშირე საქართველოს ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რასაც ორბანი აკეთებს, ეს საფრთხეა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება.

"ორბანი აშანტაჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხთან და ზოგადად ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, ეს არის ევროკავშირის გაფართოების საკითხი. ორბანი ცდილობს დააშანტაჟოს ევროკავშირი და მიიღოს 24-მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც ევროკავშირს გაყინული აქვს მისთვის უნგრეთის შიდა პოლიტიკური პროცესების გამო. ცხადია, რასაც ორბანი ახლა აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება. ორბანის ეს განცხადება ახლა თუ ვინმეს უწყობს ხელს, ეს არის პუტინი და რუსეთის ხელისუფლება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, შემთხვევითი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მოკავშირე ჰყავს და ის არის პრორუსულად განწყობილი ორბანი, რომელიც ევროკავშირისთვის არის დიდი თავის ტკივილი“, - განაცხადა წითლიძემ.

ამავე თემაზე: მედია: ორბანი მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა უკრაინის საკითხზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S