Accentnews.ge
პარლამენტი 2011 წლის 28 ივლისამდე პერიოდში გაცემული ძველი პირადობების გაუქმების საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი 2011 წლის 28 ივლისამდე პერიოდში გაცემული ძველი პირადობების გაუქმების საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს

05/12/2023 06:11:11 პოლიტიკა

პარლამენტი 2011 წლის 28 ივლისამდე პერიოდში გაცემული ე.წ. ლამინირებული, ძველი პირადობების გაუქმების საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ე.წ. ლამინირებული მოწმობები 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანო აპირებს, მხარი დაუჭიროს დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ინიციატივას ე.წ. ლამინირებული, ძველი პირადობის მოწმობებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს ორი კანონპროექტი დაბალანსებულ მდგომარეობას შექმნის. კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც რელიგიური შეხედულების ან სხვა მიზეზის გამო უარს აცხადებს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, გამონაკლისის სახით, პირადობის მოქმედი ე. წ. მოკლევადიანი არაელექტრონული მოწმობებით შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ „ვისაც რაღაც შეხედულების გამო მაინც არ აქვს სურვილი, რომ აიღოს ახალი ბარათი, მასაც ექნება საშუალება, აიღოს ოღონდ დროებით, ერთთვიანი ძველი პირადობის მოწმობა“.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „რელიგიური მოსაზრებების“ გამო დაახლოებით 65 ადამიანი ამბობს უარს ID ბარათის შეცვლაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი – რამდენიმე ათეული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S