Accentnews.ge
სააკაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან

სააკაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან

05/12/2023 12:48:09 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

მისი თქმით, პარტია მიმდინარე პროცესიდან უფრო გაძლიერებული გამოვა.

"ალბათ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან. მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები. ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს", ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის: ბოლო ორი დღის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის, ბათუმისა და ჭიათურის საკრებულოების წევრების ნაწილმა დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ, "მართვის არადემოკრატიული პრინციპები” სახელდება.

დაპირისპირება პარტიაში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ნიკა მელია აცხადებდა, რომ პარტიში "არაფორმალური მმართველობა" იყო.

„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - განაცხადა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S