"ნაციონალური მოძრაობის" ჭიათურის ორგანიზაცია ხუთმა წევრმა დატოვა
05/12/2023 14:40:39 პოლიტიკა
ჭიათურაში "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე წევრმა დატოვა. კერძოდ, გოგი ჩიკვილაძემ, სიმონ ჯაფარიძემ, ქეთი ცხოვრებაძემ, ზურაბ კეთილაძემ და ილიკო ჩიკვილაძემ.
ისინი რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვდნენ. მათი აზრით, ახალმა მენეჯმენტს პარტიის გაერთიანებაზე არ უზრუნია.
"პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს," - აცხადებენ ახლა უკვე პარტიის ყოფილი წევრები.


