Accentnews.ge
პრეზიდენტი: ქართველი მეომრები უკრაინაში ქართულ ღირსებას წარმოადგენენ

პრეზიდენტი: ქართველი მეომრები უკრაინაში ქართულ ღირსებას წარმოადგენენ

05/12/2023 16:50:16 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში და მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ ისინი ქართულ ღირსებას წარმოადგენენ. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი დაღუპული ქართველი გმირებისთვის.

"მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან. ისინი იქ ნებაყოფლობით, საკუთარი არჩევანით ქართულ ღირსებას წარმოადგენენ. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, რომლებმაც იქ თავიანთი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენთვის ძალიან ღირებული არიან" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული 3 ახალგაზრდა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S