Accentnews.ge
პაპუაშვილი: სანქციების გამო საქართველოს საზღვარზე 2 000-მდე ტრანზაქცია გაჩერდა

პაპუაშვილი: სანქციების გამო საქართველოს საზღვარზე 2 000-მდე ტრანზაქცია გაჩერდა

05/12/2023 18:15:45 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს და ნატო-ს ეხმარება, რომ სანქციები იყოს ეფექტიანად განხორციელებული.

ამ კონტექსტში მან თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე სხვა ქვეყნებიდან "გამოპარული" 2000-მდე ტრანზაქცია "გაჩერდა".

,,ევროკომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ყველანაირი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. ასევე არსებობს ევროკავშირის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის სანქციების წარმომადგენლების ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ არც ერთი ფაქტი არ დასტურდება საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი სპეკულაციები წარმოიშობა ქვეყნის შიგნით, თუმცა დღეისთვის კითხვის ნიშანი არავის აღარ აქვს. პირიქით, ყველა მადლიერია, რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა ამის საშუალებას, არამედ თავის მხრივ, სხვა ქვეყნებიდან გამოპარულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე. საქართველოს საზღვარზე 2000-მდე ასეთი ტრანზაქცია გაჩერდა, რადგან გამოვლინდა ან სანქცირებული რაიმე საქონელი ან სანქცირებული კომპანიები. საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს და ნატო-ს ეხმარება, რომ სანქციები იყოს ეფექტიანად განხორციელებული,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S