Accentnews.ge
პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი – ევროპულ საბჭოს: მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი – ევროპულ საბჭოს: მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

06/12/2023 09:48:46 პოლიტიკა

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 165 პროფესორ-მასწავლებელი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

მათ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა გულისხმობს რეფორმების აუცილებლობას, რაც მიზნად ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას ისახავს.

"ჩვენ, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, გვსურს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის ქვეყნის ისტორიული არჩევანი, მოქალაქეების უმრავლესობის ურყევი ნება, რაც არაერთგზის გამოვლინდა. როგორც მასწავლებლებს, ჩვენ გვესმის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მნიშვნელობა, როგორც საგანმანათლებლო და ეკონომიკური სფეროს განვითარების, ისე საერთო ღირებულებების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს აკადემიურ მისიას.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა გულისხმობს რეფორმების აუცილებლობას, რაც მიზნად ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას ისახავს.

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად დავეხმაროთ ქვეყანას ევროკავშირის საერთო პრინციპებისა და ამოცანების განხორციელებაში და თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩვენი სტუდენტების, მოქალაქეებისა და ფართო ევროპული საზოგადოების საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები," - ნათქვამია ღია მიმართვაში.

8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S