რუმინეთის ელჩი: "შუა დერეფანი" მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა, რუმინეთი მუდამ მხარს უჭერდა ამ პროექტს"
06/12/2023 11:53:21 პოლიტიკა
საქართველოში რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუმ, რომელიც თბილისში მიმდინარე შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, "შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუმინეთი ამ პროექტს ყოველთვის უჭერდა მხარს.
„დღეს მე დავესწარი შავი ზღვის პლატფორმის შეხვედრას. ამ პლატფორმას მესამედ ვესწრები. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც სახელმწიფოთა წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი ხვდებიან ერთმანეთს. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ უჭერდა მხარს ამ პროექტს, როგორც ალტერნატივას ტრადიციული სატრანსპორტო გზებისთვის. ჩვენი აზრით, პოტენციალი არსებობს და ის გაზრდილია, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც საქართველო დაასრულებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, ასევე, დერეფანს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის“, – განაცხადა რუმინეთის ელჩმა.


