პრეზიდენტი: "9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც შევუერთდებით"
06/12/2023 16:48:25 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარშს სახელწოდებით „შენი ხმა ევროკავშირს“. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
„9 დეკემბერს იქნება არასამთავრობეობის მარში, რომელსაც ასევე ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები ჩვენ გვიერთდებიან იმისთვის, რომ ეს იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი, როცა რამდენიმე დღეში ველოდებით გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: 9 დეკემბერს 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა სახელწოდებით „შენი ხმა ევროკავშირს“ გაიმართება. მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციებია.


