კალასი: ორბანთან საუბრისას ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას
07/12/2023 09:51:09 პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა კაია კალასმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
სოციალურ ქსელში კალასი წერს, რომ მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება განიხილეს.
"ევროპული საბჭოს სამიტის წინ მე ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ასევე არის ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა", - წერს კალასი.
ამავე თემაზე: მედია: ორბანი მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა უკრაინის საკითხზე.


