Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან  გადმოსვენებული,  1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო  და სამოქალაქო პირების  პანაშვიდს დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან  გადმოსვენებული,  1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო  და სამოქალაქო პირების  პანაშვიდს დაესწრო

07/12/2023 10:19:20 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო.

"მთავრობის მეთაურმა სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირიდან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს მოხდა. ამ დრომდე ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, რომელთაგან იდენტიფიცირებულია 288", – ნათქვამია მთავრობის ადმინიდტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S