Accentnews.ge
ჟენევაში აშშ–ის მისია: რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ მოსკოვის ქმედებებს

ჟენევაში აშშ–ის მისია: რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ მოსკოვის ქმედებებს

07/12/2023 12:17:29 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, ასევე დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. ამის შესახებ აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

„რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც რუსეთის მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაცია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად.

რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვახსენებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ქმეედებას ისევე, როგორც ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტს, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება. რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელიც ამჟამად განალაგებს თავის ძალებს სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და რუსეთის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით. ამ დარღვევებს მოჰყვა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საკუთარი ქვეყნის შიგნით გადაადგილების გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი.

შეერთებული შტატები წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ შეხვედრა ნაადრევად დატოვეს რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადენლებმა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, წყლისა და გაზის საკითხების სრულად განხილვა ვერ მოხერხდა.

ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის ორი გადაკვეთის პუნქტის ნაწილობრივ გახსნას და ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ მათი სრულად გახსნისკენ, რაც დადებით გავლენას მოახდენდა კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ამჟამინდელი მექანიზმის (IPRM) ეფექტურობას ადგილობრივი დაძაბულობის შესამცირებლად და მოუთმენლად ელის გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ხელახლა გააქტიურებას უახლოეს მომავალში", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S