Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: ნიკა მელიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს მოემსახურება

პაატა მანჯგალაძე: ნიკა მელიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს მოემსახურება

08/12/2023 09:49:27 პოლიტიკა

მელიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს მოემსახურება - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელიას და სხვების წასვლა ნეგატიურად არ აისახოს მათზე.

„არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ არ ვარ ადამიანი, ვისთვისაც სულ ერთი იქნება სად იქნება მელია და რას გააკეთებს, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ყველა ადამიანის თავისუფალ არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და ნამდვილად არ მიხარია ვინმეს პარტიიდან, ან ჯგუფიდან წასვლა, ეს არ ყოფილა ჩვენი ინტერესი. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს ნიკა მელია მოემსახურება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს. რადგან მან ჩათვალა, რომ შექმნილ ვითარებაში მისთვის უკეთესი და უფრო ხელსაყრელია რეჟიმთან ბრძოლა გააგრძელოს მარტომ, წარმატებას ვუსურვებ ამ გზაზე. არ უნდა ვთქვათ, რომ არაფერს ნიშნავს (მისი წასვლა) და სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ვიყოთ, დიახ ნიშნავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვების კოალიციაში, რომ ნიკა მელიამ ის გააკეთოს რისიც სჯერა და ჩვენ არ დაგვეტყოს ეს წასვლა და ნეგატიურად არ აისახოს არავის წასვლა”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, იგი ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც „ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S