სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირაში ჩეხეთს ეწვევა
08/12/2023 13:19:25 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10-12 დეკემბერს ვიზიტით ჩეხეთს ეწვევა. სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გასაშუქებლად მედიისთვის აკრედიტაციის ვადა დღეს 8 დეკემბერს ამოიწურა. შესაბამისი ინფორმაცია ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. 18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მხარს დაუჭერდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი უშედეგოდ დასრულებული იმპიჩმენტის შემდეგ 10-11 ნოემბერს პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით "მშვიდობის ფორუმში" მონაწილებდა და სიტვით გამოვიდა. მაშინ პრეზიდენტს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია. კონსტიტუციის თანახმად, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.


