სალომე ზურაბიშვილი – ბაბი კირკიტაძეზე: ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობას
08/12/2023 15:25:11 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ბაბი კირკიტაძის საჯარო განცხადებას ეხმიანება. კირკიტაძის თქმით, ე.წ. ჩათებში მასზე პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება.
"კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ბაბი კირკიტაძე ხვალ, 9 დეკემბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება. მომღერალს გამომძიებელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული "პოსტის" შემდეგ დაუკავშირდა.


