გერმანიის ელჩი საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები
08/12/2023 17:42:04 პოლიტიკა
გერმანიის ელჩი უნგრეთისა და ევროკავშირის მიმდინარე უთანხმოებაზე საუბრისას საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები.
პირველი გაკვეთილი - აირჩიეთ მეგობრები გონივრულად. ამ წევრ ქვეყანას [უნგრეთს] სურს, რომ გამოყონ ევროკავშირის გარკვეული ფონდები, რომლებიც შეჩერებული იყო. ეს მოხდა, რადგან ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ ამ წევრმა ქვეყანამ დაარღვია კანონის უზენაესობის გარკვეული პრინციპები და ზოგიერთი თანხა არ იყო სწორად გამოყენებული.
მეორე გაკვეთილი არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი. ამ ღირებულებებით კი გამომდინარეობს წესები. როდესაც თქვენ, ქართველ მეგობრებს გესაუბრებით, მიყვარს თქმა, რომ საიდუმლო არ არის, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ევროკავშირს. ყველაფერი შავით თეთრზე წერია", - განაცხადა, ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, ფიშერმა.
ამავე თემაზე: მედია: ორბანი მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა უკრაინის საკითხზე.


