Accentnews.ge
ჰერჩინსკი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს

ჰერჩინსკი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს

10/12/2023 07:17:00 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ულოცავს.

განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ოფისი ავრცელებს, აღნიშნულია, რომ "საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს":

„ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე – 10 დეკემბერი მსოფლიოში 1948 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S