Accentnews.ge
დღეს ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება

დღეს ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება

11/12/2023 05:59:16 პოლიტიკა

დღეს ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც.

„მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, მიმოიხილავენ მის მიღწევებს და გამოავლენენ კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკის მომავლისთვის. შეხვედრაზე მინისტრები განიხილავენ თუ როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას გააგრძელოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების საჭიროებების დაკმაყოფილება, რა უნდა იყოს ერთობლივი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები 2024 წელს, როგორ უნდა დაჩქარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება და როგორ გაიზარდოს თანამშრომლობა ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი და სინერგია სხვა რეგიონულ პოლიტიკასთან, როგორიცაა შავი ზღვის სინერგია. მინისტრები მიზნად დაისახავენ გააძლიერონ ვალდებულება 2024 წლის კონკრეტულ მიღწევებზე, განსაკუთრებით რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროში“, - აღნიშნულია პრეს–რელიზში.

მანამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო სხდომა გაიმართება. ევროკავშირის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან აზრთა არაფორმალური გაცვლით დაიწყება, რის შემდეგაც საბჭო გამართავს მსჯელობას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S