Accentnews.ge
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის

11/12/2023 07:39:26 პოლიტიკა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

აღნიშნულის შესახებ ელინა ვალტონენმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება.

„ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ელინა ვალტონენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S