ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 12 წევრიდან, 7-მა პარტია დატოვა
11/12/2023 07:51:10 პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 12 წევრიდან, 7-მა პარტია დატოვა.
როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ პარტიაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა და მათ ასეთ პირობებში პარტიაში დარჩენა აღარ სურთ".
ისინი სავარაუდოდ, ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ.
ქუთაისში პარტია დატოვეს რაიონული ორგანიზაციის წევრებმაც.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მათ შორის, ზუგდიდის, ბათუმის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრების ნაწილმა დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ, "მართვის არადემოკრატიული პრინციპები” სახელდება.


