Accentnews.ge
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნათელია, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნათელია, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს

11/12/2023 08:24:41 პოლიტიკა

"ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი", – ამის შესახებ განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში გააკეთა, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

მისი თქმით, ნათელია, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლებაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს

„დღეს მაგიდაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი დევს. პირველი არის უკრაინა, მეორე არის ომი შუა აღმოსავლეთში და მესამე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხები. აუცილებლად ველი, რომ ამ კვირას საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მკაფიოა, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან დადებითია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S