დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და აცხადებს, რომ ახალი მოძრაობის დროა
11/12/2023 09:18:30 პოლიტიკა
ბაჩო დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და აცხადებს, რომ ახალი მოძრაობის დროა.
„წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით, პოლარიზებულმა საზოგადოებამ, თავისი როლი ნამდვილად ითამაშა. შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
მანამდე ენმ–ის ყოპფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ახალ პარტიას შექმნის. დოლიძე მელიას თანამოაზრედ პოზიციონირებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვეებია, შიდა დაპირისპირება გრძელდება, რასაც როგო წევრების მხრიდან პარტიის დატოვება მოჰყვა.


