NDI: "ქართული ოცნება" - 19%; "ნაციონალური მოძრაობა" - 4%
11/12/2023 10:21:27 პოლიტიკა
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კვლევის შედეგები დღეს, 11 დეკემბერს, გამოქვეყნდა. პასუხების გაცემისას რესპონდენტების არჩევანი ანონიმური რჩებოდა.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულმა მოქალაქეებმა ასე უპასუხეს:
- არცერთი პარტია - 47%;
- "ქართული ოცნება" - 19%;
- უარი პასუხზე - 13%;
- არ ვიცი - 6%;
- "ნაციონალური მოძრაობა" - 4%;
- სხვა პარტიები - 12%.
"მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება", - წერია ანგარიშში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.


