Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: იმედია, ორბანი ვერ შეძლებს, ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას

ანა ნაცვლიშვილი: იმედია, ორბანი ვერ შეძლებს, ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას

12/12/2023 08:52:09 პოლიტიკა

იმედია, ორბანი ვერ შეძლებს გაფართოებისთვის ვეტოს დადებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას სავარაუდოდ, ორბანის ხელით პუტინის რუსეთი უშლის ხელს.

"ვიმედოვნებ, ორბანი ვერ შეძლებს ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას და წლის ბოლოს საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას ექნებათ კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ძალიან ნიშანდობლივია, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი მეგობარი ევროკავშირში არის ის პირი, ვისი ხელითაც შესაძლოა მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის. თუ ვინმე ერკვევა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველა აღნიშნავს, რომ ვეტოს დადება უკრაინის საკითხისთვის, გავლენას აუცილებლად იქონიებს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. სამწუხაროა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ორბანის ხელით ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას ხელს უშლის პუტინის რუსეთი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე: მედია: ორბანი მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა უკრაინის საკითხზე.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S