თეა ახვლედიანს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოუსმენს
12/12/2023 09:04:41 პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოუსმენს. სახელმწიფო მინისტრის მოსმენა, დაახლოებით, 17:30 საათზე დაიწყება.
სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. სახელმწიფო მინისტრი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვების უპასუხებს.


