Accentnews.ge
ანა ლუჰრმანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს

ანა ლუჰრმანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს

12/12/2023 10:06:52 პოლიტიკა

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლუჰრმანი აცხადებს, რომ "ბერლინი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობას".

მისივე თქმით, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ქვეყანას კვლავ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი.

„მე ოქტომბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, რამხელა ენთუზიაზმია ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებით. საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ცხადია, ქვეყანას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. ჩვენ ამ მხრივ ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს მომავალ წელს“, – განაცხადა ანა ლუჰრმანმა.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S