Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად შესაზღუდია, მაგრამ „ლელოს“ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ

ირაკლი კობახიძე: პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად შესაზღუდია, მაგრამ „ლელოს“ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ

12/12/2023 10:19:00 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების მკაცრი შეზღუდვის პოზიციას იზიარებს, თუმცა, ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს და საკუთარს დააინიცირებს. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტს პარლამენტში სავარაუდოდ, გაზაფხულზე შეიტანენ.

„ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთ კანონის მიღებას, მაგრამ„ლელო“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, “ლელოს“ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება თემას, ამაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. „ლელოს“ კანონპროექტის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის,“ - განაცხადა კობახიძემ.

"ლელოს" წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარლამენტში 9 თვეა, შემოტანილია მათი კანონპროექტი პიროტექნიკის მკაცრი რეგულირების თაობაზე, რომელსაც პარლამენტი არ განიხილავს და ამ ხნის მანძილზე არც საკუთარი ვერსიას აინიცირებს.

გუშინ ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა. დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით, კი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S