Accentnews.ge
ალეკო ელისაშვილი: ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, რაჭიდან რიყეზე ერთი კავკასიური სოჭი გადმოგვირგოს, თავზე საყრელი ფული გვაქვს, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში?

ალეკო ელისაშვილი: ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, რაჭიდან რიყეზე ერთი კავკასიური სოჭი გადმოგვირგოს, თავზე საყრელი ფული გვაქვს, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში?

12/12/2023 11:11:43 პოლიტიკა

"ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, რაჭიდან რიყეზე ერთი კავკასიური სოჭი გადმოგვირგოს და მოვრთოთ ხოლმე", - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქს ექნე აოცხალი ნაძვის ხე, რომლის შეძენაზე ბიუჯეტიდან ფული აღარ დაიხარჯება.

„თუ რამე იცის ბიძინა ივანიშვილმა ეს არის ხეების გადატან-გადმოტანა აქეთ-იქით. მე პირადად სულაც არ მაღიზიანებს მისი ეს ჰობი. მდიდარი კაცია და უცნაური რაღაცებით ერთობა. მეტსაც ვიტყვი, შეკვეთილის პარკი არის არაჩვეულებრივი და სულაც არ მაღიზიანებს ბაობაბები რომ მოაქვს აფრიკიდან. კარგად იცის ეს საქმე. რაჭაში იზრდება არაჩვეულებრივი კავკასიური სოჭი, ულამაზესი, თან რამდენიმე ათეული მეტრია სიმაღლეში. ერთი ხე გადმოვრგოთ, ოღონდ არა პარლამენტის წინ, არამედ გადმოვრგოთ ცოცხალი ნაძვის ხე აქ, რიყეზე, სადაც სივრცეც არის, მასთან მოხვედრა არ არის რთული, ბავშვებიც ისიამოვნებენ, გაერთობიან და ერთმანეთზე არ იქნებიან შემჯდრები, როგორც აქ არის პარლამენტის წინ საღამოობით. ცოცხალი ნამდვილი ნაძვის ხე გვექნება, რომელშიც ფულს აღარ გადავიხდით ხოლმე და მოვრთოთ ეს ცოცხალი ნაძვის ხე ყოველ წელს. რა უნდა ამას? თავზე საყრელი ფული გვაქვს, მეტი პრობლემა არ არის მოსაგვარებელი ამ ქალაქში, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში? ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, გადმოგვირგოს რაჭიდან ერთი კავკასიური სოჭი რიყეზე და ქალაქიც დაისვენებს და ჩვენი ჯიბეებიც. თუ არ იცის კალაძემ რაში უნდა დავხარჯოთ ფული, მე ვეტყვი ის 2 მილიონი წლიდან წლამდე რას შეიძლება მოხმარდეს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერია 2024 წლის მთავარი ნაძვის ხისთვის 730 ათას ლარს დახარჯავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S