Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობას: "აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება!"

ანა ნაცვლიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობას: "აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება!"

12/12/2023 11:18:33 პოლიტიკა

"აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება!", –ასე გამოეხმურა „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ "ქართველი ხალხი რუსულ ხელისუფლებას სახლში გაუშვებს".

„იმედი მაქვს, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, დიახ, ქართველი ხალხი, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და რუსულ ხელისუფლებას სახლში გაუშვებს. ევროკავშირი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც მარტო არ ტოვებს მოქალაქეს. იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი, რომელიც გაფართოების ამ ისტორიულ ტალღას ცდილობს ახლა ვეტო დაადოს, საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს. აქ შემომესმა ისევ რუსულ კანონზე საუბარი. აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ, გაბედეთ, ვნახოთ რა მოხდება!” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე: ხუნდაძე: სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობოების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S