Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის  პრემიერ-მინისტრად არჩევას, მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად

12/12/2023 14:35:14 პოლიტიკა

გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

„გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გვაქვს“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S