Accentnews.ge
პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ

პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ

13/12/2023 13:54:24 პოლიტიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ფრიდონ ინჯიას წარდგენილი პროექტი, რომლითაც ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ. პროექტი 79-ხმით მიიღეს.

კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება როგორც ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, ასევე, პირადობის არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული მოწმობის გამოყენებით.

განხილვის პროცესშია საკანონმდებლო პროექტი, რომლითაც 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული მოწმობები უქმდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S