Accentnews.ge
ბორელი: დაპირებები უნდა შევასრულოთ

ბორელი: დაპირებები უნდა შევასრულოთ

13/12/2023 16:39:53 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ორგანიზაციის გაფართოების კონტექსტში განაცხადა, რომ უნდა შესრულდეს მოლოდინები, რომლებიც შეიქმნა.

მისივე თქმით, საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, "კარგ გზაზე დგას".

“საქართველოს საქმეები კარგადაა. საქართველომ წარმატებას მიაღწია... მუშაობა უნდა გააგრძელოს, კარგ გზაზე არიან”, - უპასუხა ბორელმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას.

მან თქვა, რომ დაპირებები უნდა შესრულდეს.

“გაფართოება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა. როგორც საგარეო პოლიტიკის პასუხისმგებლისთვის, ჩემთვის, გაფართოება ძვირფასი, ფუნდამენტური საკითხია. ძალიან დიდი ხანია, ბევრი ხალხის წინაშე გვაქვს ვალდებულებები, უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ. რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულოთ, იმედგაცრუებას ავარიდოთ თავი და შევასრულოთ მოლოდინები, რომლებიც შეიქმნა”, - განაცხადა ბორელმა.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რიგი დათქმებით მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, გაწევრიანებაზე მოლაპარეკებების დაწყების. ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S