Accentnews.ge
სააკაშვილი: ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო

სააკაშვილი: ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო

13/12/2023 17:28:34 პოლიტიკა

"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ წერილში წერს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პეტიციაზე "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერას ეხმაურება.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მარგლებაშვილს პოზიციის გამო.

"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო.

მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. გამარჯვების კოალიცია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას.

მე როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში.

დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში.

ასევე მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემ დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გამართა და პეტიციის ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები ევროკავშირს ელჩს გადასცა. როგორც ცნობილია, სააკაშვილის ხელმოწერილი პეტიცია ორბელიანების სასახლეში თინა ბოკუჩავამ მიიტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S