Accentnews.ge
“ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” საინიციატივო ჯგუფმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებში შეხვედრები გამართა

“ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” საინიციატივო ჯგუფმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებში შეხვედრები გამართა

14/12/2023 09:07:07 პოლიტიკა

საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, „ახალგაზრდობის თანხმობის აქტის“ საინიციატივო ჯგუფმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებში შეხვედრები გამართა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "შეხვედრების დროს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ელჩებს წერილები გადასცეს, რომელთა ადრესატი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურები არიან".

"ახალგაზრდები თხოვნით მიმართავენ მთავრობათა მეთაურებს, რათა 14-15 დეკემბერს გამართულ ევროპულ საბჭოზე მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

4 დეკემბერს, შეხვედრა გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტერ ფიშერთან.

6 დეკემბერს, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს დანიის სამეფოს საელჩოში უმასპინძლეს.

7 დეკემბერს, გაიმართა შეხვედრები იტალიის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ენრიკო ვალვოსთან. ასევე, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან, თომას მიულმანთან და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში პეტრ კუბერნატთან.

11 დეკემბერს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მიიღო ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა.

12 დეკემბერს, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი შეხვდა ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს. ამავე დღეს, გაიმართა შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილესთან, იოანის მალუკოსთან.

13 დეკემბერს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლეს საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში. ამავე დღეს, გაიმართა შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან.

„ახალგაზრდობის თანხმობის აქტს“ ხელი მოაწერეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებმა და სხვა წარმატებულმა ახალგაზრდებმა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S