ვიქტორ ორბანი: საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ
14/12/2023 09:22:38 პოლიტიკა
საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, „საქმე გაკეთებულია“.
„საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ვიქტორ ორბანმა.


