Accentnews.ge
ნიკა მელია: სააკაშვილთან ერთად ერთ პარტიაში თანამშრომლობას გამოვრიცხავ

ნიკა მელია: სააკაშვილთან ერთად ერთ პარტიაში თანამშრომლობას გამოვრიცხავ

14/12/2023 15:43:31 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც პარტია ოფიციალურად 8 დეკემბერს დატოვა აცხადებს, რომ მას არ სურს ამ პარტიის ლიდერზე, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, სანამ იგი პატიმრობაში იმყოფება. ამავდროულად, მელია ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ერთ პარტიაში ყოფნას გამორიცხავს.

"თავს კომფორტულად არ ვგრძნობ [მასზე საუბრისას], როცა ოთხ კედელშია ადამიანი. სანამ ის იქნება პატიმარი, ჩემი სურვილი იქნებოდა, მე მასზე არ მესაუბრა და მე ამ სურვილში თანმიმდევრული ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არის ჩვენი მხარდამჭერი და პოტენციური ამომრჩეველი, აქვთ ეს კითხვა, შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო იმგვარად, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდა? არ მსურს ამ პროცესში შესვლა. ადამიანს როდესაც თვალებში ჩავხედავ და შევხვდები, აუცილებლად იქნება პასუხები თქვენს კითხვებზე. მორალურად გამიმარტივდება", - განაცხადა მელიამ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, ნიკა მელია ხშირად საუბრობს ამ პარტიაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის "არაფორმალურ მმართველობაზე" და თითქმის არ პასუხობს კითხვებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

"[ეს] არ ნიშნავს რომ მასთან კითხვები არ მაქვს, მაქვს. ეს კითხვები მასთან დაისმება, მას შემდეგ, როცა მექნება მასთან [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე, ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წამმოუდგენელი - ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად", - ამბობს მელია "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

ნიკა მელია ახალი პარტიის პრეზენტაციას 2024 წლის დასაწყისში გეგმავს და ამბობს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და სხვა პარტიებთან გაერთიანება წინასაარჩევნოდ არ განიხილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S