Accentnews.ge
ზელენსკი – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს უკრაინის გამარჯვებაა, ეს ევროპის გამარჯვებაა

ზელენსკი – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს უკრაინის გამარჯვებაა, ეს ევროპის გამარჯვებაა

14/12/2023 18:04:57 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად, საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს უკრაინის გამარჯვებაა, ეს ევროპის გამარჯვებაა. გამარჯვება, რომელიც აღძრავს და აძლიერებს შთაგონებას", – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“,- წერს შარლ მიშელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S