ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ჩვენ შევასრულეთ დანაპირები და ახლა ერთად დავწერთ მომავალს
14/12/2023 19:23:26 პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.
„ეს არის საამაყო მომენტი ევროპისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და ყველასთვის, ვინც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისთვის. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები”, - თქვა მან და დასძინა: ”ახლა ჩვენ ერთად დავწერთ მომავალს".
ცნობისთვის: ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ასევე საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი.


