პრეზიდენტი მთავრობის მიერ დაანონსებულ ხვალინდელ ზეიმს უერთდება
14/12/2023 20:01:02 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის მიერ დაანონსებულ ხვალინდელ ზეიმს უერთდება. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე მინდა, რომ შევუერთდე და ვთქვა , რომ ხვალ, პრემიერმა მე მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მე მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ, კარგი [იქნება], თუ არადა ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე. ამით იწუყება საქართველოს მომავალი, დიდებული, ევროპული მომვალი და ამას გილოცავთ ყველას", – განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ მთავრობის ორგანიზებით სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება.


